Our Mission

National Center for ADR (NCADR) is a long-term project being developed jointly by the Faculty of Law of the Ivane Javakhishvili Tbilisi State University, South Texas College of Law (USA) and East-West Management Institute, Inc. (EWMI) with its project the Judicial Independence and Legal Empowerment Project (JILEP).
National Center for Alternative Dispute Resolution was established on October 10, 2011. The mission of the NCADR is to develop capacity in Georgian law schools; teach students lawyering skills, including mediation and ADR skills; develop Georgian law professors and improve law teaching methods; increase the ability of ADR materials; assist in the introduction of ADR in Georgia; and develop local capacity to provide continuing legal education to practicing lawyers.

Read More

 

მედიაციის პროცესში დავის კრეატიულად გადაწყვეტის გაცილებით დიდი შესაძლებლობაა სხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ პროცესებთან შედარებით. სწორედ ესაა მისი ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა. არაერთ ქვეყანაში არსებულ მედიატორთა ეთიკის კოდექსში შევხვდებით დავის გადაწყვეტისადმი კრეატიული მიდგომის გამოყენების რეკომენდაციასა თუ ვალდებულებას. ერთი შეხედვით აშკარაა და ყველა თანხმდება, რომ მედიაციაში კრეატივი უმნიშვნელოვანესია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამეცნიერო საზოგადოება ნაკლებად ინტერესდება ამ საკითხით. ამაში კი ამ თემაზე მუშაობამაც დამარწმუნა - თითქმის შეუძლებელია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სამეცნიერო ნაშრომის მოძიება. და მაინც, მედიატორისთვის კრეატივი მთავარი იარაღია. ისეთივე საჭიროებაა, როგორიც ჟანგბადი. ჟანგბადს საკუთარი ფორმულა აქვს - O2. და აქვს კი კრეატივს საკუთარი ფორმულა?![1]

 

კრეატივთან მიმართებით მრავალი  მეტნაკლებად განსვავებული მიდგომა არსებობს და, შეიძლება ითქვას, სხვადასხვა სფეროში არაერთგვაროვნად აღიქმება.  შედეგად გაურკვეველია კონკრეტულად რა იგულისხმება მედიაციისას დავის კრეატიული მიდგომით გადაწყვეტაში. მედიაციაში მისი როლისა და მნიშვნელობის განსასაზღვრად, ვფიქრობ, უმჯობესია ის სხვადასხვა კონტექსტში განვიხილოთ. თუმცა მანამდე შევეხებით კრეატივის ამოსავალ იდეას, რაც მისი ყოველი განსაზღვრების საფუძველია.

 

კრეატივი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “creatio”, რაც შექმნას ნიშნავს. შესაბამისად, დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრეატიული წარმოადგენს ადამიანის მიერ შექმნილს. ამის გამო მას აიგივებენ ხელოვნურთან, რაც არასწორია. ხელოვნებაში მთავარია ავტორის შთაგონება, ემოციები და შესაძლებლობები. ხოლო კრეატივის შექმნის პროცესი პრაგმატულ ხასიათს ატარებს. ეს გულისხმობს, რომ კრეატივის შემქნელი არ გაურბის და წინა პლანზე სწევს ისეთ კითხვებს, როგორიცაა:

 

  • რა უნდა შეიქმნას?
  • ვისთვის უნდა შეიქმნას?
  • როგორ უნდა შეიქმნას?
  • რატომ უნდა შეიქმნას?
  • და სხვა.

ხელოვანი არ უსვამს თავის თავს ამ შეკითხვებს. ის იდიალისტია და ქმნის თავისი გრძნობებიდან თუ განწყობიდან გამომდინარე. კრეატივის შემქმნელი კი უფრო მეტად მიზნისა და ობიექტურ გარემოებათა გონივრული ანალიზისა და სინთეზის საშუალებით მოქმედებს. მაშასადამე, მთავარი რამ, რაც მოეთხოვება მედიატორს კრეატიულობისთვის, ესაა პრაგმატულობა. ის რეალისტურად უნდა უყურებდეს დავას და სუბიექტურობით ცაში აფრენილი მხარეებიც მშვიდობიანად უნდა დააბრუნოს მიწაზე.

 

მალტელი მეცნიერის ედვარდ დე ბონოს თქმით, კრეატივი გულისხმობს ჩამოყალიბებული ჩარჩოების ჩამოშორებას, რათა საგნები განსხვავებულად გამოიყურებოდნენ. მოდავე მხარეები, ჩვეულებრივ, არასწორად იგებენ ერთმანეთის ნათქვამს. საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე არაერთგვარონად აღიქვამენ ობიექტურ რეალობას. ამ ყველაფერს განაპირობებს ის, რომ მათ „ბრაზის სათვალეები“ უკეთიათ. მედიატორი მაქსიმალურად უნდა ეცადოს მოხსნას ემოციური ფონი მხარეებს შორის და ობიექტური თვალსაწიერიდან დაანახოს არსებული ვითარება.

სლოვენიის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, საერთაშორისო ექსპერტი ალეშ ზალარი თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში განიხილავს დისტრიბუციულობისა და კრეატიულობის დაპირისპირებას, როგორც ყოველ სადავო ურთიერთობაში არსებულ ინტერესთა კონფლიქტს.[2] მისივე განმარტებით, დისტრიბუციული მიღების სურვილი ნიშნავს, რომ მხარეს სურს მიიღოს ნამცხვრის უფრო დიდი ნაჭერი ვიდრე მას მოპირდაპირე მხარე აძლევს. მეორე მხრივ, კრეატივში გულისხმობს მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით მთლიანად ნამცხვრის ისე გაზრდას, რომ მისი ნაჭრები ისევ მხარეებს ეკუთვნოდეს. როგორც ვხედავთ, ალეშ ზალარს მედიაციაში კრეატიულ მიდგომად მიაჩნია სადავო ფასეულობის მხარეთა თანამშრომლობის გზით გაზრდა. ფასილიტაციური მედიაციის დროს ნეიტრალურობის დაცვით აღნიშნულის მიღწევა საკმაოდ რთული ამოცანაა მედიატორისთვის და ამაში გარკვეულწილად მხარეები და მათი წარმომადგენლებიც უნდა დაეხმარონ.

 

მედიატორის როლს პირდაპირ უკავშირდება რობერტ ბრესონის მიერ გამოთქმული კრეატივის განმარტება: „გახადო ხილული ის, რაც შენს გარდა შესაძლოა ვერავის ვერასდროს დაენახა.“ ალბერტ აინშტაინის აზრით კი -„კრეატიულობა ეს არის ხედავდე იმას, რასაც ყველა ხედავს, მაგრამ ფიქრობდე იმაზე, რაზეც არავის არასდროს უფიქრია“. დიახ, სწორედ ესაა მედიაციისა და მედიატორის მთავარი მიზანი, დაანახოს მხარეებს ის, რასაც მანამდე ვერ ხედავდნენ, რისი დანახვაც მანამდე არ შეეძლოთ. ამის მიღწევის მთავარი იარაღი კი კრეატივია.

 

მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრეატივი მედიატორისთვის გულისხმობს მხარეთა ინტერესების გამოკვეთას, მათ ობიექტური გარემოებების საფუძველზე განხილვის ხელშეწყობას და ამ გზით შეთანხმების მიღწევას. ის პრაგმატულად უყურებს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას და არ გაურბის მარტივ კითხვებს მხარეთა რეალური ინტერესების გამოსაკვეთად, რაც წინაპირობაა მხარეთა ინფორმირებული შეთანხმებისა. ეს უკანასკნელი კი მინიმუმამდე ამცირებს სამომავლო ურთიერთობებში კონფლიქტის ხელახალი ექსკალაციის ალბათობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრეატივი წარმატებული მედიაციის პროცესის წარმოების უალტერნატივო საშუალებაა. მის გარეშე წარმოუდგენელია მხარეთა შორის ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომლის ნებაყოფლობითი შესრულებაც მომავალში ეჭვქვეშ არ დადგება.

 


[1]<http://camp.ge/lofiversion/index.php/t1263.html>.

[2]Zalar A., Managing judicial change through mediation - part 1, ADR bulletin, volume 6, number 8, article 3, 02.01.2004, 1,8, <http://epublications.bond.edu.au/cgi/viewcontent.cgi?article=1267&context=adr>.

 
NEWS
Subscribe

 მედიაციის სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგი პროფესორებისათვის

[eng]

ევროკავშირისა (EU) და გაეროს...

 

დავის ალტერნატიული გადაწყვეტა

წელიწდეული 2017 - სპეციალური გამოცემა

[eng]

გამოქვეყნდა თსუ დავის ალტერნატიული...
POLL

Do you like our site?

  • Yes
  • No
Ajax Loader
CONTACT
Send

Address:  0179 Tbilisi,  Chavchavadze Ave. 1,  TSU 1st Building,  room 04 

Tel.: +995 77 28 24 36

email: apply.ncadr@tsu.ge

 
COPYRIGHT. 2012
Created By Idea design Group
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents of the web-page are the responsibility of NCCL and particular authors of the content and do not necessarily reflect the views of the East West Management Institute Inc., the United States Agency for International Development or the United States Government.