Our Mission

National Center for ADR (NCADR) is a long-term project being developed jointly by the Faculty of Law of the Ivane Javakhishvili Tbilisi State University, South Texas College of Law (USA) and East-West Management Institute, Inc. (EWMI) with its project the Judicial Independence and Legal Empowerment Project (JILEP).
National Center for Alternative Dispute Resolution was established on October 10, 2011. The mission of the NCADR is to develop capacity in Georgian law schools; teach students lawyering skills, including mediation and ADR skills; develop Georgian law professors and improve law teaching methods; increase the ability of ADR materials; assist in the introduction of ADR in Georgia; and develop local capacity to provide continuing legal education to practicing lawyers.

Read More
Trainings

მედიაციის სასერტიფიკატო პროგრამა

[eng]
2019-05-10
Back

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრის (TSU NCADR), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) სასწავლო ცენტრისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის (TOU CoLE) ერთობლივი მხარდაჭერით ცხადდება მსურველთა რეგისტრაცია მედიაციის სასერტიფიკატო პროგრამებზე. პრაქტიკული სწავლების კურსები განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიული სფეროს წარმომადგენელთათვის, სამართლის სპეციალისტების, (ადვოკატებისა და ასოციაციის არაწევრი იურისტებისთვის), ფსიქოლოგების, ეკონომისტების, სოციოლოგებისა და სხვა ინტერდისციპლინური სფეროს წარმომადგენელი პროფესიული საზოგადოებისთვის.

მედიაციის ინსტიტუციონალიზაციისა და საამისოდ აუცილებელი საკანონმდებლო პლატფორმის ფორმირების დასრულების შემდგომ, მედიაცია როგორც საქმიანობის ახალი სფერო ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელთათვის კანონით საამისოდ გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე. ხოლო ადვოკატებს შეეძლებათ გააფართოონ პროფესიული საქმიანობის ფარგლები არა მხოლოდ სასამართლო, არამედ კერძო მედიაციის ასპარეზზე მედიატორისა და ადვოკატ-წარმომადგენლის სტატუსით.

მედიაციის სწავლების 40-საათიანი პროგრამა უზრუნველყოფს მონაწილეთათვის მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებისა და რეგულირების პერსპექტივების, მედიაციის კანონპროექტით გათვალისწინებული გარანტიების, მედიაციის ფორმების, მედიატორისა და წარმომადგენლის მედიაციაში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძვლების, მედიაციის პროცესში მონაწილე პირთა ეთიკური ვალდებულებების გაცნობას, ასევე მედიაციის პროცესის ძირითადი ფაზების, მის ცალკეულ სტადიაზე პროცედურული მექანიზმების გამოყენების სტრატეგიის შესწავლას, ნეიტრალური მესამე პირის მედიატორის სტატუსით  მედიაციის წარმართვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას სამედიაციო პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.

მედიაციის ტრენინგის პროგრამა შედგენილია საერთაშორისო მეთოდოლოგიის საფუძველზე და  ეფუძნება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ მედიატორთა ტრენინგ მოდულს. პროგრამის მასალების ნაწილი შეიქმნა   ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP)  ფარგლებში თსუ (იურიდიული ფაკულტეტის) დავის ალტერნატიული გადაწვეტის ეროვნული ცენტრისა (TSU NCADR)  და  ჰიუსტო­ნის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCLH) (აშშ)  აკადემიური თანამშრომ­ლობის შედეგად, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ.

სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში 7-დღიან ტრენინგ კურსს წარმართავენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი, სასამართლო  მედიატორისაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის მედიატორთა რეესტრის წევრი - ირაკლი ყანდაშვილი, ადვოკატი, სასამართლო მედიატორი -  თორნიკე ბაქრაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორიფრანკ ევანსის კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის (აშშ, ჰიუსტონი, ტეხასი) სერტიფიცირებული მედიატორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის მედიატორთა რეესტრის წევრი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი - ნათია ჩიტაშვილი, ადვოკატი, მედიატორი, სამართლის დოქტორი - ალექსანდრე წულაძე,

7-დღიან პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 ივნისი

ტრენინგი ჩატარდება 20/21/22/23/27/28/29 ივნისს

ტრენინგის საფასური 250ლ 

იხილეთ  სარეგისტრაციო ფორმა

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ს/კ 204864548

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი - TRESGE22;

მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი  708967499

გადახდის საფუძელში მიუთითეთ: კურსის დასახელება,სახელი, გვარი და პირადი ნომერი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:

ტელ: (+995 32) 2987878 / 555070786 / 555010605 / 555007708


ტრეინინგის დასახელებამედიაციის სასერტიფიკატო პროგრამა

[eng]"/>
Name
Lastname
Personal
Mobile
Your mail
Atachments
NEWS
Subscribe

 მედიაციის სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგი პროფესორებისათვის

[eng]

ევროკავშირისა (EU) და გაეროს...

 

დავის ალტერნატიული გადაწყვეტა

წელიწდეული 2017 - სპეციალური გამოცემა

[eng]

გამოქვეყნდა თსუ დავის ალტერნატიული...
CONTACT
Send

Address:  0179 Tbilisi,  Chavchavadze Ave. 1,  TSU 1st Building,  room 04 

Tel.: +995 77 28 24 36

email: apply.ncadr@tsu.ge

 
COPYRIGHT. 2012
Created By Idea design Group
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents of the web-page are the responsibility of NCCL and particular authors of the content and do not necessarily reflect the views of the East West Management Institute Inc., the United States Agency for International Development or the United States Government.