ცენტრის მისია

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, სამხერთ ტეხასის სამართლის სკოლის (აშშ) და კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ და მისი პროგრამის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ საერთო ინიციატივის საფუძველზე

.
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაარსდა 2011 წლის 10 ოქტომბერს.  ცენტრის მისიაა ქართული უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე განათლების ხარისხის ამაღლება; სამართალმცოდნეობის ყველა ქართველი სტუდენტისთვის პროფესიული უნარების, მათ შორის მედიაციის უნარჩვევების დახვეწა; სამართლის პროფესორებისათვის სწავლების მეთოდების განითარების ხელშეწყობა ისევე როგორც პრაქტიკოსი იურისტებისათვის განგრძობადი იურიდიული განათლებით უზრუნველყოფა; იურიდიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ვრცლად
siaxleebi

საჯარო ლექცია მედიაციაში

2017-08-25
უკან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) ორგანიზებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში,  ა/წ 4 სექტემბერს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი აკადემიური კორპუსის 115-ე  აუდიტორიაში  11 საათიდან 15 საათამდე გაიმართება  საჯარო ლექცია თემაზე: მედიაცია - საქმიანობის ახალი სფერო საქართველოში და სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები.

საჯარო ლექცია მიზნად ისახავს მონაწილეთათვის მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებისა და რეგულირების პერსპექტივების, დავის გადაწყვეტის საშუალებათა სისტემაში მედიაციის უპირატესობების, მედიატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ეთიკური მოვალეობების, მედიაციის სახელმწიფოებრივი ინსტიტუციონალიზაციის პროცესში სამედიაციო საქმიანობის პროფესიად ფორმირების პერსპექტივების გაცნობას. 

 

საჯარო ლექციაზე მოწვეულნი იქნებიან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, იურიდიული საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული პირები.

 

ღონისძიებას გაუძღვებიან დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ექსპერტები, სამართლის დოქტორი, ასოც. პროფესორი, სერტიფიცირებული მედიატორი - გიორგი ცერცვაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, სერტიფიცირებული მედიატორი - ირაკლი ყანდაშვილი და სამართლის დოქტორი, ასისტ. პროფესორი, სერტიფიცირებული მედიატორი -  ნათია ჩიტაშვილი.

 

მედიაციის ცნობიერების ამაღლების პროგრამა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ ხელშეწყობით ხორციელდება.

კონტაქტი
მოგვწერეთ

მისამართი: 0179, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ოთახი 4.
ტელეფონი: + 995 77 28 24 36
ელ-ფოსტა:
apply.ncard@tsu.ge 

 
COPYRIGHT. 2012
Created By Idea design Group
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა ქვეყნდება ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის პასუხისმგებლობით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოსაზრებებს.