ცენტრის მისია

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, სამხერთ ტეხასის სამართლის სკოლის (აშშ) და კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ და მისი პროგრამის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ საერთო ინიციატივის საფუძველზე

.
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაარსდა 2011 წლის 10 ოქტომბერს.  ცენტრის მისიაა ქართული უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე განათლების ხარისხის ამაღლება; სამართალმცოდნეობის ყველა ქართველი სტუდენტისთვის პროფესიული უნარების, მათ შორის მედიაციის უნარჩვევების დახვეწა; სამართლის პროფესორებისათვის სწავლების მეთოდების განითარების ხელშეწყობა ისევე როგორც პრაქტიკოსი იურისტებისათვის განგრძობადი იურიდიული განათლებით უზრუნველყოფა; იურიდიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ვრცლად
siaxleebi

ბლოგ პოსტების ეროვნული სტუდენტური კონკურსი მედიაციის თემაზე

2017-10-11
უკან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროექტის - „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ყველასათვის და ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება, აცხადებს მედიაციის თემაზე ბლოგ პოსტების ეროვნულ სტუდენტურ კონკურსს

 

 1. ბლოგ პოსტების კონკურსის მიზანია, მედიაციის შესახებ სტუდენტთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

2.  კონკურსს   ორგანიზებას უწევს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი და უზრუნველყოფს საუკეთესო ბლოგ პოსტების გამოვლენასა და გამოქვეყნებას.

3. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ნებისმიერი სემესტრის სტუდენტებს.

4. ბლოგ პოსტები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული  კრიტერიუმების (იხ. დანართი #1) შესაბამისად.

8. ბლოგ პოსტების ტექსტი უნდა იყოს შესრულებული Microsoft Word-ის დოკუმენტში, Sylfaen-ის ფონტით, ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომით  –  12.  ბლოგ პოსტის ტექსტი  არ  უნდა აღემატებოდეს 1000 ნაბეჭდ სიტყვას და წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული  სახით მისამართზე: law.journal@tsu.ge, ელექტრონული წერილის საგნის ველში ,,ბლოგ პოსტების სტუდენტური კონკურსის“ მითითებით.

9. სტუდენტთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ბლოგ პოსტების ელექტრონული ფორმით მიღება შევსებულ განაცხადთან (იხ. დანართი #2) ერთად იწარმოებს 2017 წლის  30 ნოემბრის ჩათვლით.

10. კონკურსში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებული მედიაციის სფეროში სპეციალიზებული სამეცნიერო ბიბლიოთეკით (თსუ პირველი აკადემიური კორპუსის (ჭავჭავაძის გამზირი #1, 0179), 04 ოთახი, ტელ.: +995 557 91 00 19))  და ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული რესურსებით (www.ncadr.tsu.ge).

11.  კონკურსის შედეგები მონაწილეებს ეცნობებათ ელ-ფოსტის მეშვეობით.

12. კონკურსის საფუძველზე გამოვლინდება 5 გამარჯვებული (I, II, III, IV და V ადგილის მფლობელი), რომელთა ბლოგ პოსტები გამოქვეყნდება დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და FB-გვერდზე. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სიახლეები
გამოწერა
კონტაქტი
მოგვწერეთ

მისამართი: 0179, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ოთახი 4.
ტელეფონი: + 995 77 28 24 36
ელ-ფოსტა:
apply.ncard@tsu.ge 

 
COPYRIGHT. 2012
Created By Idea design Group
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა ქვეყნდება ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის პასუხისმგებლობით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოსაზრებებს.