ცენტრის მისია

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, სამხერთ ტეხასის სამართლის სკოლის (აშშ) და კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ და მისი პროგრამის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ საერთო ინიციატივის საფუძველზე

.
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაარსდა 2011 წლის 10 ოქტომბერს.  ცენტრის მისიაა ქართული უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე განათლების ხარისხის ამაღლება; სამართალმცოდნეობის ყველა ქართველი სტუდენტისთვის პროფესიული უნარების, მათ შორის მედიაციის უნარჩვევების დახვეწა; სამართლის პროფესორებისათვის სწავლების მეთოდების განითარების ხელშეწყობა ისევე როგორც პრაქტიკოსი იურისტებისათვის განგრძობადი იურიდიული განათლებით უზრუნველყოფა; იურიდიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ვრცლად
siaxleebi

მედიაციის სტატიათა ეროვნული სტუდენტური კონკურსის შედეგები 

2018-01-26
უკან

მედიაციის სტატიების ეროვნული სტუდენტური კონკურსის შედეგები

 

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროექტის - „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ყველასათვის და ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება, 2017 წლის 17 ოქტომბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა მედიაციის სტატიათა ეროვნული სტუდენტური კონკურსი.

 

კონკურსის მიზანი იყო მედიაციის შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება, სამეცნიერო საქმიანობაში მათი ჩართვა და კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ასევე მედიაციის სფეროში მეცნიერული კვლევის შედეგების ფართო პოპულარიზაცია.

 

ეროვნულ სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა მიიღო საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების 100 სტუდენტმა. კონკურსის ფარგლებში სტუდენტების მიერ წარმოდგენილ იქნა თანაავტორობითა და ინდივიდუალურად შესრულებული 56 სამეცნიერო სტატია, რომელთა შორის გამოვლინდა 7 საუკეთესო ნაშრომი.

 

ბაკალავრიატის სტუდენტების მიერ თანაავტორობით შესრულებულ ნაშრომთა შორის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა სამმა ნაშრომმა:

 

 1.  სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი საქართველოში ( I ადგილი)

 

თანაავტორები: გურამ ბარნაბიშვილი, სოფო წიკლაური (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ბაკალავრიატი)

 

 2.  ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა მედიაციის პროცესში (II ადგილი)


 თანაავტორები: მარიამ ვაშაკიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ბაკალავრიატი), ქეთევან თარხნიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ბაკალავრიატი) ნინო ჯოხაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მაგისტრატურა)

 

 3.    მედიაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში (III ადგილი)

 

თანაავტორები: ნინო მიროტაძე, ეკატერინე წოწორია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ბაკალავრიატი)

 

 ინდივიდუალურად შესრულებულ ნაშრომთა შორის გამოვლინდა სამი გამარჯვებული:

 

 1.   Self-Determination as an Underlying Value of Mediation Process in Ethical Codes and Legal Scholarship: Tensions between Disputant Autonomy and Substantive Fairness. ( I ადგილი)


ავტორი: ონისე წულაია  (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ბაკალავრიატი)

 

 2.     კონფიდენციალურობის დაცვის სპეციფიკა მედიაციის პროცესში (II ადგილი)


ავტორი: სალომე ბერაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ბაკალავრიატი)

 

 3.     მედიაცია, როგორც პროფესია: ეთიკის მოდელები, პრინციპები და გამოწვევები (III ადგილი)

 

ავტორი: თამთა მარგველაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ბაკალავრიატი)

 

მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტების მიერ ინდივიდუალურად შესრულებულ ნაშრომთა შორის გამოვლინდა 1 გამარჯვებული

 

 1.   მედიატორის აკრედიტაციის სტანდარტები საქართველოში

ავტორი: სალომე კობერიძე (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, მაგისტრატურა).

 

გამარჯვებული ნაშრომები ითარგმნება და გამოქვეყნდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორენოვან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში: დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული 2017.

 

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის ავტორებს საინტერესო ნაშრომების წარმოდგენისთვის. ყველა კონკურსანტს გადაეცემა კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 

სიახლეები
გამოწერა

 

დავის ალტერნატიული გადაწყვეტა 

 

წელიწდეული 2017 - სპეციალური გამოცემა


გამოქვეყნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დავის ალტერნატიული...
კონტაქტი
მოგვწერეთ

მისამართი: 0179, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ოთახი 4.
ტელეფონი: + 995 77 28 24 36
ელ-ფოსტა:
apply.ncard@tsu.ge 

 
COPYRIGHT. 2012
Created By Idea design Group
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა ქვეყნდება ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის პასუხისმგებლობით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოსაზრებებს.