ცენტრის მისია

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, სამხერთ ტეხასის სამართლის სკოლის (აშშ) და კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ და მისი პროგრამის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ საერთო ინიციატივის საფუძველზე

.
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაარსდა 2011 წლის 10 ოქტომბერს.  ცენტრის მისიაა ქართული უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე განათლების ხარისხის ამაღლება; სამართალმცოდნეობის ყველა ქართველი სტუდენტისთვის პროფესიული უნარების, მათ შორის მედიაციის უნარჩვევების დახვეწა; სამართლის პროფესორებისათვის სწავლების მეთოდების განითარების ხელშეწყობა ისევე როგორც პრაქტიკოსი იურისტებისათვის განგრძობადი იურიდიული განათლებით უზრუნველყოფა; იურიდიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ვრცლად
treningebi

მედიაციაში წარმომადგენლობის (25-საათიანი) სასერტიფიკატო პროგრამა 

2019-07-04
უკან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) სასწავლო ცენტრისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის (TOU CoLE) ერთობლივი მხარდაჭერით ცხადდება მსურველთა რეგისტრაცია ადვოკატთა ასოციაციის მიერ აკრედიტებულ პროგრამაზე: წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში.

 

პროგრამა განკუთვნილია სამართლის სპეციალისტებისათვის (ადვოკატებისა და ასოციაციის არაწევრი იურისტებისთვის) და მიზნად ისახავს მონაწილეთა მომზადებას პროფესიული პრაქტიკის ახალი მიმართულების - სამედიაციო საქმიანობის სფეროში წარმომადგენლობის განსახორციელებლად.

 

მედიაციის ინსტიტუციონალიზაციისა და საამისოდ აუცილებელი საკანონმდებლო პლატფორმის ფორმირების დასრულების შემდგომ, მედიაცია როგორც საქმიანობის ახალი სფერო ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელთათვის კანონით საამისოდ გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე. ხოლო ადვოკატებს/იურისტებს შეეძლებათ გააფართოონ პროფესიული საქმიანობის ფარგლები არა მხოლოდ სასამართლო, არამედ კერძო მედიაციის ასპარეზზე მედიატორისა და ადვოკატ-წარმომადგენლის სტატუსით.

 

სწავლების 25-საათიანი პროგრამა მიზნად ისახავს იურისტისთვის წარმომადგენლის სტატუსით მედიაციის პროცესში მონაწილეობის უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც აუცილებელია  სამედიაციო პრაქტიკაში ჩართვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე ემსახურება მონაწილეთათვის მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებისა და რეგულირების პერსპექტივების, მედიაციის კანონპროექტით გათვალისწინებული გარანტიების, მედიაციის ფორმების, მედიატორისა და, უმთავრესად,  წარმომადგენლის მედიაციაში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძვლების, მედიაციის პროცესში მონაწილე პირთა, არსებითად იურისტ-წარმომადგენლის, ეთიკური ვალდებულებების გაცნობას,  მედიაციისათვის კლიენტის მომზადების მიზნით კონსულტირების წარმართვის უნარ-ჩვევების გაძლიერებას, მედიაციის პროცესის ძირითადი ფაზების, მის ცალკეულ სტადიაზე პროცედურული მექანიზმების გამოყენების სტრატეგიის შესწავლას.

 

მედიაციის ტრენინგის პროგრამა შედგენილია საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით და  ეფუძნება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ მედიატორთა ტრენინგ მოდულს. პროგრამის მასალების ნაწილი შეიქმნა   ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP)  ფარგლებში თსუ (იურიდიული ფაკულტეტის) დავის ალტერნატიული გადაწვეტის ეროვნული ცენტრისა (TSU NCADR)  და  ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCLH) (აშშ)  აკადემიური თანამშრომლობის შედეგად, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ.

 

 პროგრამის ფარგლებში 4-დღიან ტრენინგ კურსს წარმართავენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი, სასამართლო  მედიატორი,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის მედიატორთა რეესტრის წევრი - ირაკლი ყანდაშვილი; ადვოკატი, სასამართლო მედიატორი, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე -  თორნიკე ბაქრაძე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი,  ფრანკ ევანსის კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის (აშშ, ჰიუსტონი, ტეხასი) სერტიფიცირებული მედიატორი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის მედიატორთა რეესტრის წევრი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი - ნათია ჩიტაშვილი. ასევე, ადვოკატი, მედიატორი, სამართლის დოქტორი - ალექსანდრე წულაძე.

 

4 დღიან პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა  16 სექტემბერი

ტრენინგი ჩატარდება 2019 წლის 18/ 19/ 20/ 21 სექტემბერს.

ტრენინგის საფასური 150ლ

იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა

 

ანგარიშის ნომერი:

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ს/კ 204864548

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი - TRESGE22;

მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი  708967499

თანხის გადახდის საფუძელში მიუთითეთ: კურსის დასახელება სახელი, გვარი და პირადი ნომერი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:

ტელ: (+995 32) 2987878 / 555070786 / 555010605 / 555007708


ტრეინინგის დასახელებამედიაციაში წარმომადგენლობის (25-საათიანი) სასერტიფიკატო პროგრამა 

"/>
სახელი
გვარი
პირადი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
ფაილები
სიახლეები
გამოწერა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 

 საჯარო ლექცია თემაზე: მედიაცია ქართულ სამართლებრივ სივრცეში და განვითარების პერსპექტივები


ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის...
კონტაქტი
მოგვწერეთ

მისამართი: 0179, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ოთახი 4.
ტელეფონი: + 995 77 28 24 36
ელ-ფოსტა:
apply.ncard@tsu.ge 

 
COPYRIGHT. 2012
Created By Idea design Group
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა ქვეყნდება ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის პასუხისმგებლობით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოსაზრებებს.