მედიატორობის მსურველ პირთა რეგისტრაცია პირველი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე მედიატორთა საკვალიფიკაციო პროგრამაზე!
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრმა (NCADR) 2022 წელს მოიპოვა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მედიაციის სასერტიფიკატო პროგრამის პირველი ინსტიტუციური აკრედიტაცია საქართველოში და ა/წ 17 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით აცხადებს მედიატორობის მსურველ პირთა რეგისტრაციას მედიატორთა საკვალიფიკაციო პროგრამაზე, რომელიც მოიცავს 60-საათიან სწავლებას და პროგრამული აკრედიტაციის თანახმად, აკმაყოფილებს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ დამტკიცებულ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის (სასწავლო მოდულის) სავალდებულო მოთხოვნებს (იხ. დებულება).
სასერტიფიკატო პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო მეთოდოლოგიით NCADR-ის 10-წლიანი სერტიფიცირების გამოცდილების გათვალისწინებით და ეფუძნება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ მედიატორთა ტრენინგ მოდულს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში თსუ დავის ალტერნატიული გადაწვეტის ეროვნული ცენტრისა (TSU NCADR) და ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCLH) (აშშ) მიერ შემუშავებულ პროგრამულ მასალებს.
NCADR-ის 60-საათიან სასერტიფიკატო პროგრამას (იხ. დანართი №1 დღის წესრიგი) წარმართავენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ტრენერთა და მედიატორთა შემფასებელთა ერთიანი რეესტრის წევრები, დავის ეფექტიანი გადაწყვეტის ბრიტანული ცენტრის (CEDR) მიერ აკრედიტებული ტრენერები: ირაკლი ყანდაშვილი - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, მედიატორი, ადვოკატი, მედიაციის მასტერ ტრენერი (იხ. პროფესიული რეზიუმე); ნათია ჩიტაშვილი - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, სასამართლო და კოლექტიური შრომითი დავის მედიატორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიაციის მასტერ ტრენერი (იხ. პროფესიული რეზიუმე); აკაკი გაწერელია - მედიატორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორი (იხ. პროფესიული რეზიუმე), თორნიკე ბაქრაძე - მედიატორი, ადვოკატი, მედიაციის მასტერ ტრენერი (იხ. პროფესიული რეზიუმე),
მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგში მონაწილეობის უფლება აქვს 18 წლის ასაკს მიღწეულ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ნასამართლევი.
მედიატორთა სასერტიფიკატო პროგრამის მე-6 და მე-7 დღე ეთმობა მონაწილეთა შეფასებას მედიატორის როლში როლური სიმულაციის ფარგლებში. სასერტიფიკატო კურსის წარმატებით დასრულებისა და სერტიფიკატის მიღების მიზნით მსმენელმა წარმატებით უნდა გადალახოს მედიატორის პროფესიული კომპეტენციების მინიმალური ზღვარი. შეფასების პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები შეესაბამება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ დამტკიცებულ მედიატორთა პროფესიული კომპეტენციების ჩარჩოს და შეფასების სისტემას.
მედიატორის პროფესიაში შესვლისა და მედიატორთა ერთიან რეესტრში გაწევრიანების მიზნით, NCADR-ის სასერტიფიკატო ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, მედიატორობის მსურველმა პირმა უნდა ჩააბაროს მედიატორის პრაქტიკული უნარ-ჩვევების (სიმულაციური) გამოცდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში და დააკვირდეს ერთ სასამართლო მედიაციის პროცესს, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს ასოციაცია.
ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად 2023 წლის 21-24, 28-30 სექტემბერს (7 სრული დღე) zoom პლატფორმის გამოყენებით.
რეგისტრაციის დაწყებისთანავე შესაძლებელია საფასურის ნაწილის (სულ მცირე 100 ლარი) გადახდა პროგრამაზე რეგისტრაციის ადგილის დაკავების მიზნით და საფასურის ოდენობის სრულად შევსება რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე (31 აგვისტო, 2023). საფასურის სრული თუ ნაწილობრივი ოდენობით გადახდისას, რეგისტრაციის მიზნით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა გაიგზავნოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge :
1. პროფესიული ბიოგრაფია/cv.
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. ტრენინგში მონაწილეობის საფასურის (700 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დანიშნულებაში მიეთითება - მედიაციის ტრენინგი და ტრენინგში მონაწილეობის მსურველი პირის სახელი/გვარი).
რეგისტრაცია ვადაზე ადრე 31 აგვისტომდე შეწყდება, თუ რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე ტრენინგზე დარეგისტრირდება 25 მონაწილე. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ განაცხადის გამოგზავნამდე წინასწარ დაგვიკავშირდით ნომერზე: 557910019 (პროფ.დოქტორი ნათია ჩიტაშვილი). ტრენინგზე დროული რეგისტრაციის მიზნით შესაძლებელია ტრენინგში მონაწილეობის საფასურის ეტაპობრივი დაფარვა.
საბანკო რეკვიზირები:
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ს/ 204864548) მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22 მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 708967253 |