მე-2 ყოველწლიური შეჯიბრი - იმიტირებული პროცესი საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში
გაუწყებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის (NCADR) ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფინანსური და არბიტრაჟის ინიციატივა - საქართველოსა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის აკადემიური მხარდაჭერით ჩატარდება მე-2 ყოველწლიური შეჯიბრი - იმიტირებული პროცესი საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში.
ღონისძიება გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში 15-16 ნოემბერს. გუნდების რეგისტრაცია იწარმოებს 4 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.
შეჯიბრის შესახებ დაწვრილებით იხილეთ:
სარეგისტრაციო ფორმა