ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

კრეატივი - მედიატორის მთავარი იარაღი

მედიაციის პროცესში დავის კრეატიულად გადაწყვეტის გაცილებით დიდი შესაძლებლობაა სხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ პროცესებთან შედარებით. სწორედ ესაა მისი ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა. არაერთ ქვეყანაში არსებულ მედიატორთა ეთიკის კოდექსში შევხვდებით დავის გადაწყვეტისადმი კრეატიული მიდგომის გამოყენების რეკომენდაციასა თუ ვალდებულებას. ერთი შეხედვით აშკარაა და ყველა თანხმდება, რომ მედიაციაში კრეატივი უმნიშვნელოვანესია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამეცნიერო საზოგადოება ნაკლებად ინტერესდება ამ საკითხით. ამაში კი ამ თემაზე მუშაობამაც დამარწმუნა - თითქმის შეუძლებელია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სამეცნიერო ნაშრომის მოძიება. და მაინც, მედიატორისთვის კრეატივი მთავარი იარაღია. ისეთივე საჭიროებაა, როგორიც ჟანგბადი. ჟანგბადს საკუთარი ფორმულა აქვს - O2. და აქვს კი კრეატივს საკუთარი ფორმულა?![1]

გურამ ბარნაბიშვილი

როცა მედიაციას გადავწყვეტთ...

რა არის ემპათია? სიმბოლისტ-ინტერაქციონისტები, ჯორჯ მიდი და სხვები, ემპათიას განიხილავენ, როგორც სხვათა როლების ათვისების პროცესს, რაც სოციალიზაციის არსს შეადგენს. ემპათია არის უნარი იმისა, რომ გაგებულ იქნეს სხვა ადამიანთა ქცევა და დამოკიდებულება. ემპათიის შინაარსი ვებერთან მოიაზრება ცნებაში „ფერშტეენ“ (verstehen), რომელიც ნიშნავს გაგებას და თანაგანცდის მეშვეობით უზრუნველყოფს სხვათა ემოციური, არარაციონალური ქმედებების საზრისთა ადეკვატურ წვდომას.

მარიამ ლაბარტყავა

მედიაციის ეთიკური გამოწვევები და მოდელები: „მე მესმის თქვენი“

მედიაცია, როგორც პროფესია, თავისი არსის, ეფექტურობისა და სიმარტივის გათვალისწინებით სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაც ქმნის იმის საფუძველს, რომ ვისაუბროთ ეთიკურ პრობლემებსა და მოდელებზე. წინამდებარე ბლოგში განხილული იქნება მედიატორის საქმიანობის მთავარი ეთიკური გამოწვევები, ეთიკის დამკვიდრებული მოდელების ანალიზის შედეგად კი მივიღებთ პასუხს კითხვაზე: მივყავართ თუ არა პრაქტიკას სრულყოფილებამდე მედიაციის პროცესში?

თამთა მარგველაშვილი

რატომ ევროპა?

 ეპიზოდი  I

 

საზოგადოების დემოკრატიულობისა და სამართლებრივი კულტურის ერთ-ერთი ინდიკატორია, თუ როგორ ახერხებს ეს საზოგადოება  დავების გადაწყვეტას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობაა. ევროპის საბჭო აქტიურად  მუშაობს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ახალ მოდელზე.

მადონა ნიკოლაიშვილი

,, მედიატორი სამართლის ქნარისთვის’’  — ალტერნატივა თუ კანონმდებლის ბოდიში ?

    ,, დრო ფულიაო ’’ამბობდა ბენჟამინ ფრანკლინი, თუმცა ეს ალბათ მაშინ, როდესაც იგი საერთოდ არ გაგვაჩნია.  ,,შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიოს’’ ერთ-ერთ ,,მანკიერებად’’ რეალობა უზომოდ სწრაფ ტემპს წარმოგვიდგენს, რომლისთვისაც ათასობით ლარი თუ დოლარი, ევრო თუ ლირა იხარჯება. დევიზი ერთიარაც უფრო სწრაფად, მით უფრო ძვირად. თუმცა მიუხედავად კაპიტალისტური იდეოლოგიის ფეტიშიზმისა, საზოგადოებრივი ურთიერთობების მარეგულირებელმა, ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სფერომ, ახალი რეგულაცია შემოგვთავაზამედიაცია, ანუ გადავწყვიტოთ დავა ,,ნერვების ომისა’’ და მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების გარეშე.

ნინო გობეჯიშვილი 

მედიაცია, როგორც კულტურული ფენომენი

მედიაცია - ეს არის მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიცია თუ ახალი სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელსაც გრძელი გზა აქვს გასავლელი ქართულ რეალობაში სრულფასოვნად დასამკვიდრებლად? ეს ის შეკითხვაა, რომელზე პასუხის გაცემასაც შევეცდებით წინამდებარე ნაშრომში.

სოფიო კოკაია