ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

სარჩელის წარმოდგენის ვადები გრძელდება!

2014-10-15
 
არბიტრაჟის ეროვნული კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!


გაცნობებთ, რომ არბიტრაჟის ეროვნულ კონკურსში საარბიტრაჟო სარჩელების წარმოდგენის ვადა გრძელდება ა/წ 19 ოქტომბრის 24 საათამდე. 

თითოეულ გუნდს, რომელმაც უკვე გამოაგზავნა საარბიტრაჟო სარჩელი, უფლება აქვს ცვლილებები შეიტანოს და ხელახლა წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge ზემოაღნიშნულ ვადაში.

საორგანიზაციო კომიტეტი კისრულობს ვალდებულებას 20 ოქტომბრის 24 საათამდე გაანაწილოს და გაუგზავნოს გუნდებს ერთმანეთის სარჩელები. 

საარბიტრაჟო შესაგებლის წარმოდგენის ვადა რჩება უცვლელი - არაუგვიანეს 2 ნოემბერი.

გაითვალისწინეთ, რომ გუნდს რომელიც წარადგენს მხოლოდ საარბიტრაჟო სარჩელს ან მხოლოდ შესაგებელს გამოეთიშება კონკურსს