ტრეინინგი არბიტრაჟის ეროვნული კონკურსის მონაწილეთათვის
2014-10-31
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის (NCADR) ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ),აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფინანსური და არბიტრაჟის ინიციატივა - საქართველოსა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის აკადემიური მხარდაჭერით 2014 წლის 31 ოქტომბერს თსუ-ის 115-ე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მოსამზადებელი ტრეინინგი არბიტრაჟის ეროვნულ კონკურსში მონაწილე გუნდებისათვის.
ტრეინინგის მონაწილეებს განემარტათ კონკურსის ორგანიზების პროცედურული წესები, საარბიტრაჟო განხივლების დროს გამოსაყენებელი საარბიტრაჟო რეგლამენტის დებულებები, მონაწილეთა შეფასების კრიტერიუმები. ტრეინინგის დასასრულს კენჭისყრით განისაზღვრა საარბიტრაჟო განხილვების ფარგლებში შემხვედრი გუნდები მოსარჩელეებისა და მოპასუხეების სახით.
გუნდის თითოეულ წევრს გადაეცა კონკურსში გამოსაყენებელი საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) წესები ბროშურების სახით.
ტრეინინგში მონაწილეობდა 3 მწვრთნელი და 18 სტუდენტი.