ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საჯარო ლექცია მედიაციაში

2017-08-25
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) ორგანიზებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში,  ა/წ 4 სექტემბერს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი აკადემიური კორპუსის 115-ე  აუდიტორიაში  11 საათიდან 15 საათამდე გაიმართება  საჯარო ლექცია თემაზე: მედიაცია - საქმიანობის ახალი სფერო საქართველოში და სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები.

საჯარო ლექცია მიზნად ისახავს მონაწილეთათვის მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებისა და რეგულირების პერსპექტივების, დავის გადაწყვეტის საშუალებათა სისტემაში მედიაციის უპირატესობების, მედიატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ეთიკური მოვალეობების, მედიაციის სახელმწიფოებრივი ინსტიტუციონალიზაციის პროცესში სამედიაციო საქმიანობის პროფესიად ფორმირების პერსპექტივების გაცნობას. 

 

საჯარო ლექციაზე მოწვეულნი იქნებიან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, იურიდიული საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული პირები.

 

ღონისძიებას გაუძღვებიან დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ექსპერტები, სამართლის დოქტორი, ასოც. პროფესორი, სერტიფიცირებული მედიატორი - გიორგი ცერცვაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, სერტიფიცირებული მედიატორი - ირაკლი ყანდაშვილი და სამართლის დოქტორი, ასისტ. პროფესორი, სერტიფიცირებული მედიატორი -  ნათია ჩიტაშვილი.

 

მედიაციის ცნობიერების ამაღლების პროგრამა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ ხელშეწყობით ხორციელდება