ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

მედიაციის ბლოგ პოსტების ეროვნული სტუდენტური კონკურსის შედეგები

 

2018-02-06

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტის (Mediation Academic Enhancement Project) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროექტის - „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ყველასათვის და ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება, 2017 წლის 17 ოქტომბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა მედიაციის ბლოგ პოსტების  ეროვნული სტუდენტური კონკურსი, რომლის ფარგლებში გამოვლინდა 6 საუკეთესო ბლოგი:

 

,,მედიაციის ეთიკური გამოწვევები და მოდელები: „მე მესმის თქვენი“

თამთა მარგველაშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი)

 

,,ემპათია და მედიაცია“

მარიამ ლაბარტყავა (თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი)

 

,,კრეატივი - მედიატორის მთავარი იარაღი 

გურამ ბარნაბიშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი)

 

,,მედიაცია სამართლის ქნარისთვის“

ნინო გობეჯიშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი)

 

,,მედიაცია, როგორც კულტურული ფენომენი“

სოფიო კოკაია (თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი)

 

,,რატომ ევროპა?“

მადონა ნიკოლაიშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი)

 

გამარჯვებული ბლოგ პოსტები ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდება დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ (www.ncadr.tsu.ge ® ბლოგი) და Facebook (TSU National Center for Alternative Dispute Resolution) გვერდებზე.

 

ბლოგ პოსტების კონკურსის ყველა მონაწილე: თამთა მარგველაშვილი, მარიამ ლაბარტყავა, გურამ ბარნაბიშვილი, ნინო გობეჯიშვილი, სოფიო კოკაია, მადონა ნიკოლაიშვილი, ანანო ფერაძე და თამარ გაგოშაშვილი დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.