დავის ალტერნატიული გადაწყვეტა წელიწდეული 2017 - სპეციალური გამოცემა
გამოქვეყნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პერიოდული ჟურნალის ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული 2017" სპეციალური გამოცემა.
სპეციალურ გამოცემაში წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ მედიაციის ეროვნულ სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული სტატიები.
მედიაციის სტატიათა ეროვნული კონკურსი გაიმართა მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტის (Mediation Academic Enhancement Project) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროექტის - „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ყველასათვის და ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება.