ბლოგ პოსტების ეროვნული სტუდენტური კონკურსი მედიაციის თემაზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი აცხადებს ბლოგ პოსტების ეროვნულ სტუდენტურ კონკურსს მედიაციაში
1. ბლოგ პოსტების კონკურსის მიზანია, მედიაციის შესახებ სტუდენტთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
2. კონკურსს ორგანიზებას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი და უზრუნველყოფს საუკეთესო ბლოგ პოსტების გამოვლენასა და გამოქვეყნებას.
3. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ნებისმიერი სემესტრის სტუდენტებს.
4. ბლოგ პოსტები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების (იხ. დანართი #1) შესაბამისად.
8. ბლოგ პოსტების ტექსტი უნდა იყოს შესრულებული Microsoft Word-ის დოკუმენტში, Sylfaen-ის ფონტით, ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომით – 12. ბლოგ პოსტის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 1000 ნაბეჭდ სიტყვას და წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული სახით მისამართზე: law.journal@tsu.ge, ელექტრონული წერილის საგნის ველში ,,ბლოგ პოსტების სტუდენტური კონკურსის“ მითითებით.
9. სტუდენტთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ბლოგ პოსტების ელექტრონული ფორმით მიღება შევსებულ განაცხადთან (იხ. დანართი #2) ერთად იწარმოებს 7 მარტიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით.
10. კონკურსში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებული მედიაციის სფეროში სპეციალიზებული სამეცნიერო ბიბლიოთეკით (თსუ პირველი აკადემიური კორპუსის (ჭავჭავაძის გამზირი #1, 0179), 04 ოთახი, ტელ.: +995 577 94 97 78)) და ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული რესურსებით (www.ncadr.tsu.ge).
11. კონკურსის შედეგები მონაწილეებს ეცნობებათ ელ-ფოსტის მეშვეობით.
12. კონკურსის საფუძველზე გამოვლინდება 5 გამარჯვებული (I, II, III, IV და V ადგილის მფლობელი), რომელთა ბლოგ პოსტები გამოქვეყნდება დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და FB-გვერდზე. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.