there are many different aaa replica rolex yachtmaster 2.will not wander in addition to liberty would be the soul connected with who makes the best evisu 7006 unisex fashion t shirts.

ncadr
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

სტატიების ეროვნული სტუდენტური კონკურსი მედიაციაში

2018-03-06
 

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი აცხადებს სტატიების ეროვნულ სტუდენტურ კონკურსს მედიაციაში

 

1.კონკურსის მიზანია, მედიაციის შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება, სამეცნიერო საქმიანობაში მათი ჩართვისა და კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ასევე მედიაციის სფეროში მეცნიერული კვლევის შედეგების ფართო პოპულარიზაცია.

2.  კონკურსს   ორგანიზებას    უწევს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი.

3. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ნებისმიერი სემესტრის სტუდენტებს.

4. სტუდენტებს შეუძლიათ მედიაციის სფეროში მათთვის სასურველი თემის თავისუფლად შერჩევა და რეგისტრირება კონკურსში მონაწილეობისათვის.

5. სტატიის მომზადება და წარმოდგენა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად,  ან  ერთობლივად, არაუმეტეს  სამი  სტუდენტის  მიერ ქართულ ან ინგლისურ ენებზე. 

7. სტატია უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის აკადემიურ და ტექნიკურ მოთხოვნებს (იხ. აკადემიური და ტექნიკური მოთხოვნები დანართი №2). ნაშრომი შეფასდება წინასწარ განსაზღვრული  კრიტერიუმების შესაბამისად (იხ. დანართი №3)

8. ნაშრომი  უნდა  იყოს  მკაფიოდ  სტრუქტურირებული (შესავალი,  ძირითადი  ნაწილი, დასკვნა). ტექსტი უნდა იყოს შესრულებული Microsoft Word-ის დოკუმენტში, Sylfaen-ის ფონტით. ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა  –  12.  სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა – 10. სტრიქონებს შორის დაშორება – ერთი ინტერვალი. სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს. სტატიის მოცულობა  მისი ინდივიდუალურად წარმოდგენისას არ  უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 10-15 გვერდს, ხოლო თანაავტორობის შემთხვევაში - 25 გვერდს. სტატია წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული  სახით მისამართზე law.journal@tsu.ge 

9. სტუდენტთა სტატიების კონკურსში მონაწილეობისთვის სტატიების მიღება იწარმოებს 2018 წლის 7 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სტატიასთან ერთად უნდა წარმოადგინონ ა)  მონაწილეობის მსურველი სტუდენტ(ებ)ის განაცხადი/პირად მონაცემთა ფორმა (იხ. განაცხადის ფორმა, დანართი №1); ბ) სამეცნიერო ხელმძღვანელის მიზანშეწონილობის წერილი (თანხმობა), რომლის გაცემა შეეძლება შესაბამისი უსდ-ის როგორც აკადემიურ, ისე მოწვეულ პერსონალს, ან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირს.

10. კონკურსში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებული მედიაციის სფეროში სპეციალიზებული სამეცნიერო ბიბლიოთეკით (თსუ პირველი აკადემიური კორპუსის (ჭავჭავაძის გამზირი №1, 0179), 04 ოთახი, ტელ.: +995 577 94 97 78))  და ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული რესურსებით (www.ncadr.tsu.ge).

11.  კონკურსის შედეგები მონაწილეებს ეცნობებათ ელ-ფოსტის მეშვეობით.

12.  კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი.

13. კონკურსის საფუძველზე კვალიფიციური ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს (I, II და III ადგილი), რომელთა ნაშრომები დაიბეჭდება სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალში ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდული 2018“.