great quality 3s rolex cellini mens rolex calibre 2836 2813 m50515 0008 automatic.browse our complete collection of susz ziołowy e papierosy Tanki. ncadr
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საჯარო ლექცია თემაზე: მედიაცია ქართულ სამართლებრივ სივრცეში და განვითარების პერსპექტივები

2018-03-07
 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (TSU NCADR) ახორციელებს მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტს (Academic Enhancement of Mediation), რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 9-10 დეკემბერს  თბილისისა და რეგიონების 10 უმაღლესი სასწავლებლის 20 ლექტორს ჩაუტარდა საბაზისო ტრენინგი მედიაციაში, ხოლო ა/წ 25-26 თებერვალს მათ წარმატებით გაიარეს სწავლების მეთოდოლოგიის პროგრამა უნივერსიტეტებში მედიაციის კურსების დანერგვის მიზნით.

 

ა/წ 9 მარტს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (123-ე აუდიტორია) გაიმართა საჯარო ლექცია მედიაციაში, რომელსაც უძღვებოდნენ ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი მარიკა ჩიტაშვილი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ჩიტაშვილი.

 

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები. ამავე დღეს  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჩვენებელი ლექცია სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით.

 

9 მარტს, მედიაციის აკადემიური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით უნივესიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა - მაკა ბერიძემ და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ - ირაკლი ბურდულმა.

 

მედიაციის სასწავლო კურსის დანერგვის შემდგომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაგრძელდება მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა მედიაციის სტატიების, სტუდენტური კონკურსებისა და კონფერენციების, მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნული იმიტირებული შეჯიბრის ორგანიზების, ასევე პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიზნით