high quality replica rolex gmt master rolex calibre 2836 mens 6542 hands and markers on the best replica site.easy to use is a major feature of best swiss evisu 2613 unisex fashion t shirts. ncadr
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საჯარო ლექცია მედიაციაში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში 

2018-03-11

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (TSU NCADR) ახორციელებს მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტს (Academic Enhancement of Mediation), რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 9-10 დეკემბერს  თბილისისა და რეგიონების 10 უმაღლესი სასწავლებლის 20 ლექტორს ჩაუტარდა საბაზისო ტრენინგი მედიაციაში, ხოლო ა/წ 25-26 თებერვალს მათ წარმატებით გაიარეს სწავლების მეთოდოლოგიის პროგრამა უნივერსიტეტებში მედიაციის კურსების დანერგვის მიზნით.

 

ა/წ 7 მარტს  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) ჩატარდა საჯარო ლექცია მედიაციაში, რომელსაც უძღვებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, ასისტენტ-პროფესორი თეა იმედაძე, მოწვეული ლექტორი - სოფიო ესართია და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ცერცვაძე.

 

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები. ამავე დღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჩვენებელი ლექცია მედიაციაში სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით.

 

მედიაციის აკადემიური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით უნივესიტეტებს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მედიაციის სასწავლო კურსის დანერგვის შემდგომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაგრძელდება მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა მედიაციის სტატიების, სტუდენტური კონკურსებისა და კონფერენციების, მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნული იმიტირებული შეჯიბრის ორგანიზების, ასევე პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიზნით.