სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დაფუძნება
2020-02-18
2019 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და ჩატარდა მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა პირველი კრება. მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა წევრებმა ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი, რომელიც ხელმძღვანელ პოზიციას დაიკავებს 4 წლის განმავლობაში.
მედიატორთა ერთიანი რეესტრი 55 სასამართლო მედიატორს ითვლის. ასოციაციის პირველ საერთო კრებაზე არჩეულ იქნა აღმასრულებელი საბჭოს 8 წევრი, მათ შორის, თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ნათია ჩიტაშვილი.