ნინო ბალანჩივაძე
ნინო ბალანჩივაძეს აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება ისეთ საკითხებზე როგორიცაა იურიდიული განათლება, ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები. ნინო ფლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში.
ნინოს მუშაობის ძირითადი მიმართულებაა სამართლის სტუდენტების ცოდნის ამაღლება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ასევე მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთათვის განგრძობითი იურიდიული განათლების შესაძლებლობების გაძლიერება. პროფესიული კარიერის განმავლობაში ნინომ შეიძინა პროექტის მენეჯმენტის და ადვოკატირების მნიშვნელოვანი უნარები სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.
ნინო USAID/PROLoG-ის გუნდს 2016 წლის მაისში შემოუერთდა.
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დირექტორთა საბჭოს შემოუერთდა 2019 წლიდან