ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

INADR საერთაშორისო იმიტირებული შეჯიბრი მედიაციაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა ანა ჯიქიას, მარიამ გეგუჩაძის და ნინო ბიჭიაშვილის შემადგენლობით შემადგენლობით წარმატებით იასპარეზეს საერთაშორისო იმიტირებულ შეჯიბრში: INADR International Law School Mediation Tournament 2021    და მსოფლიოს 40 გუნდს შორის მოიპოვეს შემდეგი საპრიზო ადგილები:

 

მე-3 ადგილი 120 მონაწილე სტუდენტს შორის (ინდივიდუალური ჯილდო მხარე-წარმომადგენლის როლისთვის)
მე-6 ადგილი 120 მონაწილე სტუდენტს შორის მედიატორის როლისთვის
Gnomon Wise-ის სახელობის სპეციალური ნომინაცია ,,გუნდის საუკეთესო პრეზენტაცია".