თსუ-ის სტუდენტები და პროფესორები ქ. ბათუმში გამართულ ტრენინგს დაესწრნენ
2012-09-26
2012 წლის 26-28 სექტემბერს, ბათუმში იორიკის უნივერსიტეტის ექსპერტმა რიჩარდ გრიმსმა და ამერიკელმა იურისტმა და Public Interest Law Network-ის წარმომადგენელმა ლუსინე ჰოვჰანისიანმა საქართველოს ხუთი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის წარმომადგენლებისათვის ჩაატარა ტრენინგი მედიაციაში.
ტრენინგი ორგანიზებული იყო JELIP-ის მიერ და მიზნად ისახავდა სამართლებრივი კლინიკების განვითარებას საქართველოში. სხვა წარმომადგენლებთან ერთად ტრენინგზე იმყოფებოდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის აკადემიური დირექტორი სოფიო ჩაჩავა და ცენტრის სპეცლაილისტი თიკო ჯავახიშვილი, როგორც თსუ-ის მაგისტრატურის სტუდენტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო 3 პროფესორითა და 2 სტუდენტით.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, გაეცვალათ გამოცდილება და დაეგეგმათ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და ფორმები. აგრეთვე, ისინი ჩართულები იყვნენ ინტერაქტიულ სიმულაციებში და განიხილეს რეალური საქმეები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას დანერგავენ სწავლის პროცესში, რომელიც განსაკუთრებით წაადგებათ 2012 წლის აკადემიური სემესტრის განმავლობაში არსებულ სამართლის კლინიკებს.
თსუ-ის მედიაციის კლინიკა ორგანიზებულია თბილისის მერიის სამართლის კლინიკის საფუძველზე და მისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულია 10 კრედიტი. თსუ-ის მედიაციის სამართლის კლინიკის განვითარებაში ჩართულია 4 პროფესორი: სოფიო ჩაჩავა, ალექსანდრე წულაძე და ნატა სტურუა.
მედიაციის კლინიკის სრული კონცეფცია გათვალისწინებული იქნება მომავალი საბიუჯეტო წლისათვის.