ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ტრენინგი მედიაციაში პროფესორ-მასწავლებლებისათვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი, ტეხასის სამართლის სკოლასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) თანამშრომლობით ატარებს ტრენინგს მედიაციაში, საქართველოს სამართლის ფაკულტეტების/სკოლების პროფესორ-მასწავლებლებისათვის. 

ტრეინინგი მიმართულია, საქართველოში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასწავლო კურსის დანერგვასა და კურიკულუმის განვითარებისკენ. ტრენინგის მიზანია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტების/სკოლების პროფესორ-მასწავლებლების მომზადება. 

ტრენინგს გაუძღვება სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორი, ”ფრანკ ევანსის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის” დირექტორი, ქ-ნ კიმ კოვაკი. 
ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.