ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ვებინარი - "ეთიკური პრინციპების პროცესუალური მნიშვნელობა მედიაციაში"

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა ვებინარი - "ეთიკური პრინციპების პროცესუალური მნიშვნელობა მედიაციაში".
ვებინარს მოდერირებას უწევდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, ხოლო მომხსენებლებად მოწვეულები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, NCADR- ის აღმასრულებელი დირექტორი, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორი ნათია ჩიტაშვილი და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორი თორნიკე ბაქრაძე.
ღონისძიებების დასასრულს გაიმართა დისკუსია.