ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

სასამართლო და კერძო მედიაციის ხელმისაწვდომობის გარანტიები

2021-04-16

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისა (Network of Centers for Civic Engagement - NCCE) და USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით გაიმართა ონლაინ შეხვედრა: მედიაცია - დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი საქართველოში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ახალციხის, ბათუმის, გორის, ქუთაისის, მარნეულის, ოზურგეთის, რუსთავის, საგარეჯოს, თელავისა და ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოფისების წარმომადგენლებმა. 
შეხვედრა გახსნა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა ხატისკაცმა, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG) - ის წარმომადგენელმა ირინა ლორთქიფანიძემ.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორებმა ირაკლი ადეიშვილმა და ნათია ჩიტაშვილმა (დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტის აღმასრულებელი დირექტორი) წარადგინეს მოხსენება თემაზე სასამართლო და კერძო მედიაციის ხელმისაწვდომობის არსობრივ-პროცედურული გარანტიები.  შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

USAID-PROLoG - Promoting Rule of Law in Georgia Activity