ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დისკუსია - ,,მედიაცია - დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმი ბიზნესსექტორში“

2020-11-20

საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ქსელის წევრებისთვის, დისტანციურ ფორმატში გაიმართა დისკუსია - ,,მედიაცია - დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმი ბიზნესსექტორში“. 
დისკუსია გახსნა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილმა, რომელმაც მედიაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების დამკვიდრება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ამიტომ ამ თემას განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიაში. 
შეხვედრაზე,  საქართველოს მედიატორტა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა  (მედიატორმა ) - ნათია ჩიტაშვილმა ღონისძიებაში მონაწილეებს სფეროში არსებული სიახლეები გააცნო და ისაუბრა  მედიაციის სასამართლო და არასასამართლო ფორმების შესახებ.
შეხვედრა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.
Global Compact Network Georgia გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი