ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის დირექტორების ვიზიტი სამხერთ ტეხასის სამართლის სკოლაში

2012-03-15

 

 

თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის დირექტორები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჰიუსტონში - სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლაში. თავის მხრივ, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ აშშ-ის სხვადასხვა შტატში მედიაციის ინსტიტუტის დანერგვაში და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში, საქართველოში იყვნენ. მათ გამართეს სემინარები და შეხვედრები პროფესორებთან და პრაქტიკოს იურისტებთან. ქვეყანაში არსებული სიტუაციისა და ქართული ხასიათის გათვალისწინებით მოამზადეს რეკომენდაციები საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის დანერგვის შესახებ და შეიმუშავეს შესაბამისი სასწავლო კურსი პროფესორებისთვის.