ცენტრის საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
27 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრში გაიმართა ცენტრის საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე: „მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები.“
ღონისძიებაზე შედგა გიორგი ცერცვაძის წიგნის „არბიტრაჟის შესახებ კანონის მოკლე კომენტარის“ პრეზენტაცია.