სტატიების კონკურსის პრეზენტაცია დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის სპეციალიზირებული ჟურნალისათვის
2012 წლის 14 ივლისს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურმა ცენტრმა ჩაატარა სტატიების კონკურის პრეზენტაცია, რომელიც განკუთვნილი იქნება ცენტრის სპეციალიზირებული ჟურნალისათვის.
დამსწრეთა უმრავლესობას წარმოადგენდა თსუ-ს სტუდენტები და პროფესორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედიაციის ინსტიტუტით. პრეზენტაციას ძალზედ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა დამსწრეთაგან.
შეხვედრისას, აგრეთვე განიხილულ იქნა მედიაციის ინსტიტუტის მომავალი განვითარების გეგმები, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს კონტინენტური და ანგლო-ამერიკული სამართლებრივი სისტემების შემდგომი კვლევა. როგორ შეიძლება დაინერგოს ამ კვლევების შედეგად მიღებული ცოდნა და გამოცდილება დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების მოდელის განვითარებაში. პრეზენტაციის განმავლობაში ცენტრმა განსაზღვრა პრიორიტეტული თემები კვლევისათვის.
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურმა ცენტრმა აგრეთვე შეიმუშავა სტატიის წერის პრინციპები ავტორებისათვის, რაც მოიცავს ციტირების, სქოლიოს ჩამოყალიბების წესებს და სხვა.
რადგანაც სტატიები მიიღება ინგლიურ ენაზე ცენტრი მზადაა დაეხმაროს ავტორებს თარგმნისას. სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 31 ოქტომბერი შემდეგ ელქრტონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge.