მედიატორობის მსურველ პირთა რეგისტრაცია აკრედიტებულ სასერტიფიკატო პროგრამაზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (NCADR) 21 დეკემბრიდან 15 იანვრამდე აცხადებს მედიატორობის მსურველ პირთა რეგისტრაციას სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტებულ მედიატორთა საკვალიფიკაციო პროგრამაზე, რომელიც მოიცავს 60-საათიან სწავლებას და პროგრამული აკრედიტაციის თანახმად, აკმაყოფილებს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ დამტკიცებულ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის (სასწავლო მოდულის) სავალდებულო მოთხოვნებს (იხ. დებულება).
სასერტიფიკატო პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო მეთოდოლოგიით NCADR-ის 10-წლიანი სერტიფიცირების გამოცდილების გათვალისწინებით და ეფუძნება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ მედიატორთა ტრენინგ მოდულს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში თსუ დავის ალტერნატიული გადაწვეტის ეროვნული ცენტრისა (TSU NCADR) და ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCLH) (აშშ) მიერ შემუშავებულ პროგრამულ მასალებს.
NCADR-ის 60-საათიან სასერტიფიკატო პროგრამას (იხ. დღის წესრიგი) წარმართავენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ტრენერთა და მედიატორთა შემფასებელთა ერთიანი რეესტრის წევრები, დავის ეფექტიანი გადაწყვეტის ბრიტანული ცენტრის (CEDR) მიერ აკრედიტებული ტრენერები: ირაკლი ყანდაშვილი - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, მედიატორი, ადვოკატი (იხ. პროფესიული რეზიუმე); ნათია ჩიტაშვილი - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, სასამართლო და კოლექტიური შრომითი დავის მედიატორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი (იხ. პროფესიული რეზიუმე); დემეტრე ეგნატაშვილი - მედიატორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (იხ. პროფესიული რეზიუმე).
მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგში მონაწილეობის უფლება აქვს 18 წლის ასაკს მიღწეულ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ნასამართლევი.
მედიატორთა სასერტიფიკატო პროგრამის მე-6 და მე-7 დღე ეთმობა მონაწილეთა შეფასებას მედიატორის როლში როლური სიმულაციის ფარგლებში. სასერტიფიკატო კურსის წარმატებით დასრულებისა და სერტიფიკატის მიღების მიზნით მსმენელმა წარმატებით უნდა გადალახოს მედიატორის პროფესიული კომპეტენციების მინიმალური ზღვარი. შეფასების პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები შეესაბამება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ დამტკიცებულ მედიატორთა პროფესიული კომპეტენციების ჩარჩოს და შეფასების სისტემას.
მედიატორის პროფესიაში შესვლისა და მედიატორთა ერთიან რეესტრში გაწევრიანების მიზნით, NCADR-ის სასერტიფიკატო ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, მედიატორობის მსურველმა პირმა უნდა ჩააბაროს მედიატორის პრაქტიკული უნარ-ჩვევების (სიმულაციური) გამოცდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში და დააკვირდეს ერთ სასამართლო მედიაციის პროცესს, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს ასოციაცია.
ტრენინგი ჩატარდება 2022 წლის 1 თებერვლიდან 7 თებერვლის ჩათვლით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში (ჭავჭავაძის გამზ. 1, 0179, თბილისი). ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა არ აღემატება 25 პირს.
Covid -19 პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღოს ტრენინგის დისტანციურად ჩატარების გადაწყვეტილება.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით 21 დეკემბრიდან 15 იანვრამდე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პროფესიული ბიოგრაფია/cv.
2. სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 350 სიტყვა).
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
4. ტრენინგში მონაწილეობის საფასურის (650 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საბანკო რეკვიზირები:
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ს/ 204864548) |
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში; |
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა |
ბანკის კოდი TRESGE22 |
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 708967253 |