ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საკონკურსო განაცხადი

   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთან“ თანამშრომლობით აცხადებს მედიატორის პროფესიის მსურველ პირთა შესარჩევ კონკურსს პირველი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე მედიატორის სასერტიფიკატო პროგრამაზე.
     
    სასწავლო პროგრამა მოიცავს 60-საათიან სწავლებას სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ დამტკიცებული მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო მოდულის სავალდებულო მოთხოვნათა შესაბამისად. წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ უფლება გაიარონ მედიატორის სერტიფიცირების მომდევნო ორი ეტაპი და მოიპოვონ მედიატორის სტატუსი. 
მედიატორთა რეესტრში ჩარიცხვის შემდეგ, პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით მედიატორების სტატუსით ჩაერთონ სასამართლო და კერძო სამედიაციო პრაქტიკაში. მედიაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია (ა) ქართული ენის მცოდნე (ბ) საქართველოში მცხოვრებ და (გ) მისი მოქალაქეობის მქონე (დ) ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს, რომელსაც (ე) შეუსრულდა 18 წელი და (ვ) არ არის ნასამართლევი. 
კონკურსში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 30 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე apply.ncadr@tsu.ge უნდა წარმოადგინონ:
1.    პირადობის მოწმობის ასლი;
2.    პროფესიული რეზიუმე/CV;
3.    უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ან მისი დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (მიუხედავად სასწავლო პროგრამის ან პროფესიული კუთვნილებისა);
4.    სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 400 სიტყვა);
5.    პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა სამუშაო ადგილიდან (არსებობის შემთხვევაში).


კონკურსის ეტაპები:
წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები 2023 წლის 17 ოქტომბრამდე მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე, რომელიც ჩატარდება ონლაინ, ZOOM პლატფორმის გამოყენებით.

პროგრამაში მონაწილეობის პირობები:
•    60-საათიანი სასერტიფიკატო პროგრამა (ტრენინგი) ჩატარდება 2023 წლის 3-5, 10-13 ნოემბერს (7 სრული დღე) 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
•    პროგრამაზე სრული დასწრება სავალდებულოა.
•    დოკუმენტაციის გამოგზავნისას ელექტრონული წერილის საგნის ველში (subject line) უნდა მიეთითოს ,,მედიატორის სასერტიფიკატო პროგრამა“.
•    დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვები 2023 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით შეიძლება გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge.
•    პროგრამაში მონაწილეობის საფასური სრულად ფინანსდება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ.
მედიატორის სასერტიფიკატო პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.