ტრენინგი ICC-ის იმიტირებული პროცესისათვის კომერციულ მედიაციაში.
2012-07-26
2012 წლის 26 ივნისს სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორმა კიმ კოვაკმა ჩაატარა ტრენინგი მწვრთნელებისათვის, რომლებიც მოამზადებენ გუნდებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ იმიტირებული მედიაციის კონკურსისათვის. ტრენინგს ესწრებოდნენ ის პროფესორები რომლებმაც გაიარეს სპეციალური კურსი მედიაციაში 2012 წლის 15-28 ივლისს. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს გააცნეს ICC-ის იმიტირებული პროცესის წესები და გუნდების მომზადების ტექნიკა.
შედეგად, 15 სხვადასხვა უნივერტიტეტის პროფესორი მზადაა მოამზადოს გუნდები საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ იმიტირებული მედიაციის კონკურსისათვის, ისევე როგორც მედიაციის ეროვნული კონკურსისათვის.