მრგვალი მაგიდა სამართლის სპეციალიზირებული ჟურნალისთვის
2012-09-12
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურმა ცენტრმა 2012 წლის 15 სექტემბერს ჩაატარა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მედიაციის სფეროთი დაინტერესებული სტუდენტები. შეხვედრის მიზანი იყო კვლევითი ტექნიკის ჩამოყალიბება სამართლის სპეციალიზირებული ჟურნალისთვის. მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას სტუდენტებმა გამართეს დისკუსია კვლევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მედიაციის ცენტრი მათ სწორედ ამ კვლევათა პროცესში დაეხმარება.
ყველა მონაწილე სტუდენტს განემარტა კვლევის ტექნიკა და მეთოდები, ასევე ხელმისაწვდომი ინტერნეტ წყაროებით სარგებლობის წესები: www.hainonline.org, www.lexsisnexsis.com, www.kluwerarbitration.com.