ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საერთაშორისო კონფერენცია ,,მედიაციის განვითარების თანამედროვე პერსპექტივები"

2012-11-14

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრმა სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), კორპორაცია "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა" (EWMI) და მისი პროგრამის "მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში" (JILEP) საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია "მედიაციის განვითარების თანამედროვე ტენდენციები". კონფერენცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში (#06 აუდიტორია), ა/წ 6-8 ნოემბერს 10 საათიდან 18 საათამდე.

კონფერენციის მიზანი საქართველოში მედიაციის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების, ხელშეწყობაა. მედიაცია საშუალებას აძლევს დაპირისპირებიულ მხარეებს შუამავლების მეშვეობით, კეთილგანწყობილ გარემოში მოაგვარონ დავები, რაც ბიზნესს დროსა და თანხებს დაუზოგავს და კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამეწარმეო გარემოს.

კონფერენციაზე მოხსენება წარმოადგინეს მედიაციის სფეროში აღიარებულმა პროფესორებმა და პორაქტიკოსებმა: ტოდ ნიკოლმა (პეპერდაინის სამართლის სკოლა, სტრაუსის დავის გადაწყვეტის ცენტრი, ა.შშ), ალეს ზალარმა (დავის გადაწყვეტის ევროპული ცენტრი, სლოვენიის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, სლოვენია), სტეფანი ბელმა (პეპერდაინის სამართლის სკოლა, სტრაუსის დავის გადაწყვეტის ცენტრი, აშშ), კრისტოფ ბერლინმა (ოქსფორდის უნივერსიტეტი, ჰუმბოლტის უნივერსიტეტი, გერმანია), ჰარტმუტ კანვიშერმა (კაიზერსლაუტერნის უნივერსიტეტი, გერმანია), მიქაელ ცურმა (მედიაციისა და დავის გადაწყვეტის იერუსალიმის ცენტრი, ჰებრეუს უნივერსიტეტი, ისრაელი), კიმბერლი კოვაკმა (სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლა, ფრანკ ევანსის დავების გადაწყვეტის ცენტრი, აშშ), ელიზაბეტ დენისმა (სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლა, აშშ). 

საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენება წარმოადგინეს ასევე, ქართველმა პრაქტიკოსებმა: ალექსანდრე წულაძემ (იუსტიციის სამინისტრო) და ირაკლი ყანდაშვილმა (ადვოკატი, მედიატორი).
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად საერთაშორისო კონფერენციის მხარდაჭერას ახორციელებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

კონფერენციის სამუშაო ენა იყო ინგლისური.