ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ტრეინინგი კომერციულ მედიაციაში

2012-11-14
უკან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), კორპორაცია ,,აღმოსალეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ჩატარდა ტრენინგი ,,კომერციული მედიაციის წარმართვის სტრატეგია და უნარები” (“Strategies and Skills for Commercial Mediation”).


ტრენინგს უძღვებოდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების სწავლების სფეროში მსოფლიოს  წამყვანი უნივერსიტეტის - პეპერდაინის სამართლის სკოლისა და სტრაუსის დავების გადაწყვეტის ინსტიტუტის პროფესორი, კლინიკური იურიდიული განათლების ხელმძღვანელი – სტეფანი ბელი.


ტრენინგი გამიზნული იყო საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ქართველი მედიატორებისა და მედიაციის სფეროში ჩართული სტუდენტებისათვის. 

 

ტრენინგი გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში (#06 აუდიტორია), ა/წ 9-10 ნოემბერს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

ტრენინგის სამუშაო ენა იყო ინგლისური.