ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

მრგვალი მაგიდა თემაზე ,,საგადასახადო მედიაცია"

2012-11-21
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID),კორპორაცია ,,აღმოსალეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ა/წ 27 ნოემბერს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა საგადასახადო მედიაციზე.

 

მრგვალ მაგიდას უძღვებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - დავით ჯულაყიძე, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის საჩივრების სამმართველოს მედიაციის განყოფილების უფროსი - თეონა ბებია და შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის საჩივრების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - ნანა კვირჭიშვილი.