მრგვალი მაგიდა თემაზე ,,მედიაციის საპილოტე პროექტის განხორციელების სტრატეგია"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის (NCADR) ორგანიზებით სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), კორპორაცია ,,აღმოსალეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ა/წ 10 დეკემბერს ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,მედიაციის საპილოტე პროექტის განხორციელების სტრატეგია“. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ CEDR-ის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, მედიაციის საპილოტე პროექტის მედიატორები და კორპორაცია ,,აღმოსალეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) წარმომადგენლები.
მრგვალი მაგიდა გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი აკადემიური კორპუსის 06 აუდიტორიაში.