ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

მრგვალი მაგიდა თემებზე: ,,სამედიცინო მედიაციის განვითარება საქართველოში - კოალიცია ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში“ და ,,მედიაცია და განრიდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კვლევის ცენტრი“

2012-12-13
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID),კორპორაცია ,,აღმოსალეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე: ა/წ 13 დეკემბერს 10 საათზე მცირე საკონფერენციო დარბაზში (თსუ II კორპუსი) ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემებზე: ,,სამედიცინო მედიაციის განვითარება საქართველოში - კოალიცია ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში“ და ,,მედიაცია და განრიდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კვლევის ცენტრი“. მრგვალ მაგიდას ესწრებოდა 17 მონაწილე. მრგვალ მაგიდას უძღვებოდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, იურიდიული კლინიკის პროგრამის (უფასო იურიდიული დახმარების სამსახური) დირექტორი, სერტიფიცირებული მედიატორი - მარინე კვაჭაძე.