ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

მრგვალი მაგიდა თემაზე ,,ადვოკატის როლი ბიზნეს მედიაციში''

2012-12-17
 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), კორპორაცია ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ა/წ 17 დეკემბერს 11 საათზე 06 აუდიტორიაში ( თსუ I კორპუსი ) ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,ადვოკატის როლი ბიზნეს მედიაციაში". მრგვალ მაგიდას უძღვებოდა გიორგი სვანაძე ((LL.M., MLB (Bucerius/WHU), მთავარი იურისტი - როდლი & პარტნიორები ადვოკატი - საქართველო, აკადემიური თანადირექტორი – ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი, ასისტენტ–პროფესორი – თსუ, თავისუფალი უნივერსიტეტი, დოქტორანტი - ქრისტიან-ალბრეხტის სახელობის უნივერსიტეტი (კილი, გერმანია)).