ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

მრგვალი მაგიდა თემაზე ,,სამედიცინო მედიაცია"

2012-12-20
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID),კორპორაცია ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე 29 ნოემბერს 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 06 აუდიტორიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა სამედიცინო მედიაციაზე.

 

მრგვალ მაგიდას უძღვებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფროსი - სოფიო ლებანიძე.