ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

სტუდენტური კონფერენცია თემაზე „მედიაცია საქართველოში - დღევანდელობა და პერსპექტივები"

2012-12-20
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის (NCADR) ორგანიზებით სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), კორპორაცია ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე 2012 წლის 16 დეკემბერს 15:00 საათზე, თსუ-ის I კორპუსში, პ. მელიქიშვილის სახელობის აუდიტორიაში (#115) გაიმართა ეროვნული სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „მედიაცია საქართველოში - დღევანდელობა და პერსპექტივები“. კონფერენციის პირველ ნაწილში სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მედიაციის დღევანდელობასთან დაკავშირებით. განხილულ იქნა საქართველოში დღეს მოქმედი ინსტიტუტები, სადაც უკვე დანერგილია მედიაციის ელემენტები. მეორე ნაწილი დაეთმო საქართველოში მედიაციის განვითარების პერსპექტივებს. ამ თემაზე კონკურსანტებმა  წარმოადგინეს საკონკურსო ნაშრომების პრეზენტაცია.

 

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში და  ჟიურიმ გამოავლენა სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორები: თამარ ხუჭუა (თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, I ადგილი), პელაგია მახაური და ბექა ხიტირი (თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, II ადგილი), შორენა ზუმბაძე (საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, III ადგილი). კონკურსის გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო ჯილდოები.