ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

მოსამართლეთა მრგვალი მაგიდა თემაზე ,,სასამართლო მედიაციის საპილოტე პროექტი საქართველოში“

2012-12-27

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID),კორპორაცია ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ა/წ 26 დეკემბერს 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 06 აუდიტორიაში გაიმართა მოსამართლეთა მრგვალი მაგიდა, რომელიც ეძღვნებოდა საქალაქო სასამართლოში სასამართლო მედიაციის საპილოტე პროექტის განხორციელების სტრატეგიას და პრობლემატიკას. საქალაქო სასამართლოში პროექტის სრულყოფილი ამოქმედება დაიგეგმა 2013 წლის თებერვლის დასაწყისისათვის.