ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

სტატიების მიღება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის სამეცნიერო ჟურნალისათვის

2013-01-22

 

ცხადდება სტატიების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის სამეცნიერო ჟურნალის 2013 წლის  გამოცემისათვის.

 

ავტორი ვალდებულია დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი და სტატიის მიმართ მოქმედი სახელმძღვანელო პრინციპები (დანართი 1)

 

სტატიების ელექტრონული ფორმით  წარმოდგენა ქართულ, სურვილის შემთხვევაში, ასევე ინგლისურ ენაზე, შესაძლებელია 2013 წლის 1 თებერვლიდან 1 ივლისამდე  შემდეგ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge

 

სტატიის პირველ გვერდზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი სამეცნიერო ხარისხი, (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  სამუშაო ადგილი/თანამდებობა/აკადემიური თანამდებობა (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ- პროფესორი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

თუ ავტორი დოქტორანტი, მაგისტრანტი ან ბაკალავრიატის სტუდენტია, სასურველია უმაღლესი სასწავლების დასახელებისა და ავტორის სტატუსის (დოქტორანტი, მაგისტრანტი, ბაკალავრიატის სტუდენტი) მითითება.