ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

 საერთაშორისო  კომერციულ  არბიტრაჟში იმიტირებული პროცესის მოსამზადებელი ნაწილი 

 
2013-01-29
 

2013 წლის 16-17 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრში ჩატარდება მოსამზადებელი ეტაპი Willem C. Vis სახელობის იმიტირებულ პროცესში საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში. მოსამზადებელ ეტაპში მონაწილეობას ღებულობენ შემდეგი უნივერსიტეტის გუნდები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბონის უნივერსიტეტი (გერმანია), ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია), მარბურგის უნვიერსიტეტი (გერმანია), ოდესის სამართლის სკოლა (უკრაინა). ღონისძიებაში ჩართული არიან 30-მდე მოქმედი ქართველი და უცხოელი პრაქტიკოსები. მოსამზადებელი ეტაპის მიზანია, რომ მონაწილეებმა, მიიღონ გამოცდილება და დახვეწონ არგუმენტირების ტექნიკა ქართველი და უცხოელი სამართლის სპეციალისტების წინაშე, სანამ ისინი წარსდგებიან რეალურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება მარტის ბოლოს ქ. ვენაში. აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზებას უწევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრი თავისუფალი უნივერსიტეტის კომერციული სამართლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.   

იმიტირებული პროცესის მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ოთხ წლიანი ინიციატივა „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი“ (JILEP), რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, იურისტთა პროფესიული ასოციაციების გაძლიერების, იურიდიული განათლების ხარისხისა და კომერციულ სამართალის პრაქტიკის გაუმჯობესებისაკენ. ღონისძიების თანასპონსორია აგრეთვე GIZ-ის პროგრამა „სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“.