საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში იმიტირებული პროცესის მოსამზადებელი ნაწილი დასრულდა
2013 წლის 16-17 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრში ჩატარდა მოსამზადებელი ეტაპი Willem C. Vis სახელობის იმიტირებულ პროცესში საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში. მოსამზადებელ ეტაპში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი უნივერსიტეტის გუნდებმა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბონის უნივერსიტეტი (გერმანია), ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია), მარბურგის უნვიერსიტეტი (გერმანია), ოდესის სამართლის სკოლა (უკრაინა). ღონისძიებაში ჩართული იყო 30-მდე ქართველი და უცხოელი მოქმედი პრაქტიკოსი. კერძოდ არბიტრებად მოწვეულნი იყვნენ: ემი დიაზი, თამარ მორჩილაძე, ანდრია ნადირაძე, ინგა კაცევსკა, ქეთი კვარჩხავა, თამარ კობახიძე, ლაშა ნოდია, მარიამ გოცირიძე, კატარინა ჰეინი, უნანა გოგოხია, გიორგი ვაშაკიძე, ნანა გურგენიძე, თემო გაბრიაძე, ქეთევან ირემაშვილი, კატარინა ჰეინი, ქეთი აბაშიძე, დავით ხაჭვანი, ემილი ოკონორი, სოფო ფანჯიკიძე, მასუდ ულფატი, დადუნა კოხრეიძე, თამარ გოდერძიშვილი, ჯეისონ დინსი, ნინო ნიკოლა მარიანი, ნატა ღიბრაძე, ვოლკერ სტამპი, სოფო ტყემალაძე და გიორგი ნარმანია.
მოსამზადებელი ეტაპის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ მონაწილეებს მიიღოთ გამოცდილება და დაეხვეწათ არგუმენტირების ტექნიკა ქართველი და უცხოელი სამართლის სპეციალისტების წინაშე სანამ ისინი წარსდგებიან რეალურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2013 წლის მარტის ბოლოს ქ. ვენაში. შესაბამისად, ღონისძიება არ იყო საკონკურსო ხასათის და არ გამოვლენილა გამარჯვებული გუნდი.
აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულმა ცენტრმა თავისუფალი უნივერსიტეტის კომერციული სამართლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. იმიტირებული პროცესის მხარდაჭერას უზრუნველყოფდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ოთხ წლიანი ინიციატივა „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი“ (JILEP), რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, იურისტთა პროფესიული ასოციაციების გაძლიერების, იურიდიული განათლების ხარისხისა და კომერციულ სამართალის პრაქტიკის გაუმჯობესებისაკენ. ღონისძიების თანასპონსორი იყო აგრეთვე GIZ-ის პროგრამა „სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“.
16 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში გაიმართა ღონისძიების გახსნის ცერემონია, გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ირაკლი ბურდულმა. ღონისძიების გახსნის შემდეგ დაიწყო უშუალოდ მოსამზადებელი ეტაპი კომერციულ არბიტრაჟში, კერძოდ, მონაწილეები გადანაწილდნენ სხვადასხვა ოთახებში და მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესები, კერძოდ ორი მონაწილისგან შემდგარი მოწინააღმდეგე გუნდები სიტყვით გამოდიოდნენ არბიტრების წინაშე და ცდილობდნენ თავისი პოზიციების არგუმენტირებას.
მომდევნო დღეს-17 თებერვალს გაიმართა ღონისძიების მე-2 ეტაპი, რაც ასევე ითვალისწინებდა იმავე ხასიათის იმიტირებულ პროცესებს.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო მონაწილეთა არამხოლოდ პროფესიულ განვითარებას, არამედ სხვადასხვა ეროვნების სტუდენეტების დაახლოებასა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.