თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ინიციატივები ბიზნეს სამართლის რეფორმირებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან (STCL), კორპორაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (EWMI-JILEP) თანამშრომლობით ა/წ 27 მარტს, 11 საათიდან 12:30 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი აკადემიური კორპუსის ივანე ჯავახიშვილის სახელობის 107-ე აუდიტორიაში გაიმართება ღონისძიება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ინიციატივები ბიზნეს სამართლის რეფორმირებისთვის.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია თემებზე: მედიაციის სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები საქართველოში, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ინიციატივები ბიზნეს სამართლის რეფორმირებისათვის, ასევე სამშენებლო მედიაციის კანონპროექტი.