ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ინიციატივები ბიზნეს სამართალში

2013-04-02

27 მარტს თსუს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ინიციატივები ბიზნეს სამართლის რეფორმისათვის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) თანამშრომლობით. ღონისძიება ჩატარდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 107-ე აუდიტორიაში.

 

ღონისძიებაზე გაკეთდა შემდეგი პრეზენტაციები: მედიაციის სამართლებრივი რეგულაციის პერსპექტივები საქართველოში, თბილისის სახელმწიო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ინიციატივები ბიზნეს სამართლის რეფორმასა და სამშენებლო მედიაციაში.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, საპილოტე პროგრამის წევრები, პრაქტიკოსი იურისტები, თსუ-ს აკადემიური პერსონალი, თსუსა და საქართველოს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატრისა და დოქტორანტურის სტუდენტები.