ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო

2013-04-16

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) თანამშრომლობით ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე "ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო".

ღონისძიება ჩატარდა 11 აპრილს თსუ-ის პივრელი აკადემიური კორპუსის 115-ე ოთახში. მრგვალ მაგიდას უძღვებოდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და კომერციული სამართლის ნაციონალური ცენტრის აკადემიური დირექტორი არჩილ გიორგაძე. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, ადვოკატები და პროფესორები, ასევე CEDR-ს მიერ აკრედიტებული მედიატორები და JILEP-ის წარმომადგენლები. პრეზენტაციის ელექტრონული მასალები მოგვიანებით სტუდენტებს გაეგზავნათ.