ტრენინგი პროფესორ-მასწავლებლებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), კორპორაცია ,,აღმოსალეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე 29-30 აპრილსა და 1 მაისს ჩატარდა ტრენინგი მედიაციასა და მოლაპარაკებაში.
ტრენინგი მიმართული იყო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში მედიაციისა და მოლაპარაკების სასწავლო კურსის დანერგვის, კურიკულუმის განვითარებისა და სასწავლო მასალების შემუშავებისაკენ. შესაბამისად, მომზადნენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტების/სკოლების პროფესორ-მასწავლებლები.
ინგლისურენოვან ტრენინგს უძღვებოდნენ სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორები - კიმბერლი კოვაკი და კეტრინ გრინ ბარნეტი. ტრეინინგი წარმატებით გაიარა 11 მონაწილემ.