ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

მრგვალი მაგიდა თემაზე: სასამართლო მედიაცია და დავების ეფექტური გადაწყვეტა

2013-05-23

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), კორპორაცია აღმოსალეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში (JILEP) საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე 23 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,სასამართლო მედიაცია და დავების ეფექტური გადაწყვეტა.“

 

მრგვალ მაგიდას უძღვებოდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის სამეცნიერო ჟურნალის აღმასრულებელი რედაქტორი, პროფესორი გიორგი ცერცვაძე. ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30 წარმომადგენელი.